ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია – ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ…

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის პროგნოზით, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევები ქვეყანაში იმპორტს ბუნებრივად შეამცირებს, რაც ეკონომიკისთვის – არა, მაგრამ სავალუტო ბალანსისთვის კარგია. ამის შესახებ მან bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა არის დრო იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ“, – აცხადებს ბიზნესმენი.
„მე მგონი, ვირუსის გასვლის შემდეგ ნაკლებად იქნება დრო და მოთხოვნა იმპორტზე, რაც ეკონომიკისთვის არაა კარგი, მაგრამ ქვეყნის სავალუტო ბალანსისთვის კარგია, რადგან იცით, რომ ათწლეულების განმავლობაში სამჯერ აღემატებოდა იმპორტი ადგილობრივ წარმოებას, რაც ანგრევდა ჩვენს ეკონომიკას; ჩვენით ვერ გავიგეთ და გამჩენის ხელი ჩაერია – ზედმეტია ამდენი ფუფუნების საგნები, ჩემზეც ვამბობ…

ზედმეტია ამდენი ტანსაცმელი, ბინა თუ სხვა რამე… ბუნებრივად მოხდა ბალანსი. გზას გვაჩვენებენ საით უნდა განვვითარდეთ. ჩვენ პირველ რიგში ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ, რომ ფუნდამენტი იყოს ძლიერი… ფიზიკური ძალისხმევების გარეშე შემცირდება იმპორტი და ახლა არის დრო იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ხერხემალი – სოფელი უნდა განვავითაროთ“, – ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი  bm.ge-ისთან ინტერვიუში. 

Facebook Comments
%d bloggers like this: