ხატია დეკანოსიძე: ვერ გავიგე, რატომ არის შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ საათებში დაწესებული

ვერ გავიგე რატომ არის შეზღუდვები მხოლოდ გარკვეულ საათებში  დაწესებული, ვისურვებდი, რომ საპატრიარქოსთან მიმართებაშიც  ყოფილიყო ეს ხელისუფლება გამბედავი,-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხათუნა დეკანოსიძე საკარანტინო წესების შემოღებას ტვ-პირველის ეთერში.

პოლიტიკოსის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეზღუდვებს მხარს უჭერს, თუმცა ხელისუფლებას მეტი გამბედაობა მართებს.

„ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ, ვფიქრობ, ხელისუფლება მივა იმ დასკვნამდე, რომ კიდევ უფრო უნდა გაამკაცროს ზომები. დარჩით სახლებში, გავუფრთხილდეთ მშობლებს და დავიცვათ ჩვენი ექიმები, პოლიციელები, აღვჭურვოთ საკმარისად ეკიპირებით. ჩვენ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა გამოვამჟღავნოთ. გამბედავი ხელისუფლება კი, გამოვიდოდა და გვეტყოდა, რატომ არ შეიძლებოდა კომუნალური ვაუჩერების გამოყენება. ჩვენ ფრთხილები ვართ კრიტიკაში, მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მაგრამ ყველას გვაქვს ინფორმაცია და დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე, რა ელის სოციალურად დაუცველებს, სად არის სწრაფი ტესტები. 3 ათასზე მეტი ადამიანი გვყავს აღრიცხული, ვისაც დახმარება სჭირდება, ჩვენი პარტია ეხმარება და სულ კონტაქტზე ვართ. 

პრეზიდენტი სააკაშვილი 10 ათას ადამიანს სთავაზობდა, რომ უფასოდ ჩამოვიყვანდით საქართველოში. რატომ არ შეიძლებოდა ხელისუფლებას მიეღო ჩვენი ეს ინიციატივა? ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სახლებში გამოკეტილ, გაჭირვებულ ადამიანებზე, ვის ბავშვებსაც ინტერნეტი, კომპიუტერი არ აქვთ“,-აცხადებს ხატია დეკანოსიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: