ინგლისში 17 ადამიანი კორონავირუსით დაღუპული ნათესავის დაკრძალვაზე ინფიცირდა

ინგლისში ოჯახის 17 წევრი გარდაცვლილი ნათესავის დაკრძალვაზე ინფიცირდა. ამის შესახებ გაზეთი Daily Mirror ინტყობინება.

ნათესავები 86 წლის ქალის დააკრძალვაზე 13 მარტს იმყოფებოდნენ. ორი დღის შემდეგ კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გარდაცვლილის დისშვილი, 65 წლის ქალი გადაიყვანეს და ის მალევე დაიღუპა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

მას შემდეგ კორონავირუსის სიმპტომები კიდევ 16 ადამიანს გამოუვლინდა. ყველა შემთხვევაში ინფექციის არასებობა დადასტურდა.

ინფიცირებულთა შორის არიან როგორც ხანდაზმული, ისე ახალგაზრდა ადამიანები. ერთი მათგანი მკურნალობას საავამყოფოში გადის. დანარჩენები კი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან და სახლში მკურნალობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: