იური ნოზაძე: დღეს მე და ჩემი ორი შვილი ჯანმრთელები ვართ, მადლობა ექიმებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იური ნოზაძე გამოჯანმრთელების შემდეგ ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მადლობას უხდის და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. “დღეს მე და ჩემი ორიო შვილი, ვართ ჯანმრთელები და დადგენილი წესის შესაბამისად, ორკვირიან თვითიზოლაციაში ვიმყოფებით. მადლობას ვუხდი საჩხერის მედპერსონალს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მათი თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიონალიზმისტვის. ისინი ყველაფერ აკეთებენ, მთავრობასთან კოორდინაციით, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევევბი. აქვე მინდა მოვუქოდო საქართველოს მოსახლეობას, დაიცავით დადგენილი რეგულაციები. გაუფრთხილდით თქვენს თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს. ამით ჩვენ გავიფრტხილდებით ქვეყანას”,- აღნიშნა იური ნოზაძემ ვიდეო მიმართვაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: