ლევან რატიანი – დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერები ვართ

მინდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იყო კრიტიკული, დღეს მკვეთრად გაუმჯობესებულია და საღამომდე ალბათ აპარატიდან მოიხსნება,-ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 80 წლის ქალბატონის და ფეხმძიმე ქალის მდგომარეობაც ბევრად უკეთესია.

„ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში გავიმარჯვეთ, უმძიმესი პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური და დღის ბოლომდე  შესაძლებელია, მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის, რომელიც ასევე კოვიდ ინფიცირებულია, პლიუს სუნთქვის უკმარისობა, პლიუს ასაკი, ამ ქალბატონთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით, დადებითი დინამიკაა. ჩვენი გამარჯვებაა, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან. ორსული პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე მკვეთრად დადებითია, ბოლო 2 დღეა, ცხელება არ ჰქონია, ნაყოფის მდგომარეობა კი, შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. 

მინდა დავამატო, რომ ქალბატონი, რომელიც იყო უმძიმესი, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს, რადგან პირველადმა ტესტირებამ კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამ ქალბატონის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ კორონავირუსი არ არის მკვლელი ვირუსი“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: