მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირებს 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას სახლში გაატანენ

ჯანდაცის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტადონისა და დიალეზის პროგრამაში ჩართული პირებისთვის გამონაკლისები დაიშვება.

გაბუნიას თქმით, მეტადონის პროგრამაში მონაწილე პირებს 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას სახლში გაატანენ.

“სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღმოდან მუშაობს დეტალურ სიებზე და საჭიროებებზე რომელიც ჩართულია დიალიზის პროგრამაში.

მეტადონის პროგრამისთვის დაშვებულია გამონაკლისები. რაც ითვალისწინებს მედიაკმენტების შედარებით უფრო მომატებული დოზის ბინაზე გატანებას, 5 დღიანი პერიოდისთვის. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ინდივიდუალურად ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურებსი სააგენტო და არცერთ პაციენტს ამსათან დაკავშრებით პრობლემა არ შეექმნება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, პარალელურად ქვეყანაში გამოცხადებული კომენდანტის საათი და ცალკელულ მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: