რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებული პასუხებიდან 7 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ექიმ ლევან გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში მიღებული პასუხებიდან 7 პაციენტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

ექიმის თქმით, შემდეგ ტესტირებას 13 პაციენტს ჩაუტარებენ.

“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 46 პაციენტია, გუშინ 7 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და შვიდივე პასუხი იყო ნეგატიური. რეანიმაციაში გვყავს 4 პაციენტი. გვაყვს ცნობილი მარნეულელი პაციენტი, რომლის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა კვლავ მძიმე რჩება. კიდევ 13 პაციენტს ჩაუტარდება ტესტირება და პასუხები გახდება ცნობილი”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: