სერბეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთში, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი, ვალიევოს ეპისკოპოსი ბალვი მილიუტინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სერბეთის საპატრიარქო ავრცელებს.

ეპისკოპოსი მილიუტინი კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის ორშაბათს, 30 მარტს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 71 წლის ეპისკოპოსს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: