ტრამპი იტალიას $100 მლნ-ის სამედიცინო საშუალებებით დახმარებას დაჰპირდა

ამერიკის ხელისუფლება იტალიას კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში $100 მლნ-ის ღირებულების სამედიცინო საშუალებებით დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

“მე ვესაუბრე იტალიის პრემიერ-მინისტრს და შევთანხმდით, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის მათ $100 მლნ-ის ღირებულების სამედიცინო საშუალებებს გავუგზავნით”,-აღნიშნა ტრამპმა.

მოგვიანებით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპსა და ჯუზეპე კონტეს შორის სატელეფონო საუბარი მართლაც შედგა ლიდერებმა არა მხოლოდ იტალიის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების დახმარების საკითხი განიხილეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: