ჯენი ჰარისი – ბრიტანეთს 6 თვე დასჭირდება, სანამ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება

ბრიტანეთს 6 თვე დასჭირდება, სანამ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება,-ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამედიცინო მრჩევლის მოადგილემ, ჯენი ჰარისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯენი ჰარისის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები ამ 6 თვის განმავლობაში სრულ იზოლაციაში დარჩებიან.

მთავრობის ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, მან თქვა, რომ მთავრობამ თანდათან უნდა შეამციროს სოციალური დისტანციის ზომები. 

ექიმის თქმით, კარანტინის შეწყვეტის შესაძლებლობაზე მთავრობა სამი კვირის შემდეგ იმსჯელებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა სიფრთხილის ზომები დაივიწყონ და ძველებურ ცხოვრებას მყისიერად დაუბრუნდნენ. 

„თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მთელი ძალისხმევა ტყუილად ჩაივლის და შესაძლოა, დაავადების მეორე პიკი ვიხილოთ“,-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ 6 თვის განმავლობაში, ყოველ სამ თვეში ჩატარდება მიმოხილვა. „დავინახავთ, საით მივდივართ“,-განაცხადა ექიმმა ჰარისმა. 

„დაახლოებით, 2-3 თვე დასჭირდება იმის დანახვას, შევძელით თუ არა ამ დაავადების დამარცხება, თუმცა არც ამის თქმა შეიძლება დარწმუნებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდხანს გაგრძელდეს“,-განაცხადა მან. 

ცნობისთვის, ბრიტანეთის მთავრობის მთავარი სამედიცინო მრჩეველი კრის ვიტი 4 დღის წინ, კორონავირუსის გამო, იზოლაციაში გადავიდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: