“დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია”

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 77 მაციენტი მკურნალობს, კლინიკას ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე დადებითი ტესტი არ მიუღია. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში 2 რეანიმაციული პაციენტია, ერთ-ერთის მდგომარეობა კი, მკვეთრად გაუმჯობესდა. დღის ბოლომდე ის შესაძლოა აპარატიდან მოხსნან.

“დღეს მთელი ჩვენი კლინიკა ძალიან ბედნიერია, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოყვანილი, ყველა გართულებით, ამ ეტაპზე ომში მეტ-ნაკლებად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, დღის ბოლომდე შეიძლება პაციენტი აპარატიდან მოიხსნას.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის, რომელსაც აქვს გულის უკმარისობა, ასევე ასაკი, პაციენტთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული, შედარებით გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. ჩვენი გამარჯვებაა, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, იმედია, რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც აპარატიდან მოიხსნება”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: