ალექსანდრე ქანთარია მიხეილ სააკაშილზე: ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ მავნებლობს და ინტრიგნობს

ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ რომ ინტრიგანობს და მავნებლობს, რა კომენტარის ღირსია, მაგრამ მათ კი, იმ პოლიტიკურ ძალებს, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავ: ახლა, ასეთ დროს მაინც, სირცხვილის გრძნობის ნატამალიც კი არ გიჩნდებათ, რომ ამ გაურკვევლობას ლიდერად აღიარებთ?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.

ქანთარიას თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას დღემდე უხერხულობის განცდა აქვს , რომ მიხეილ სააკაშვილი საქართელოს პრეზიდენტი იყო.

,,ეს უსამშობლო, მაწანწალა არსება ამ მსოფლიო გასაჭირის დროს კიდევ რომ ინტრიგანობს და მავნებლობს, რა კომენტარის ღირსია, მაგრამ მათ კი, იმ პოლიტიკურ ძალებს, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივმართავ – ახლა, ასეთ დროს მაინც, სირცხვილის გრძნობის ნატამალიც კი არ გიჩნდებათ, რომ ამ გაურკვევლობას ლიდერად აღიარებთ! მე, პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, დღემდე უხერხულობის განცდა მაქვს, რომ ეს უბადრუკი არსება, ოდესღაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მე უხერხულობა მაქვს, რადგან მაშინაც ვიცოდი, ვინც იყო. ახლა ჩვენც და მთელ მსოფლიოს სულ სხვა გასაჭირი გვიდგას, ამიტომ ამ უსუსურობაზე ყურადღების გამახვილება არც ღირდა, მაგრამ”,- წერს ალექსანდრე ქანთარია.

Facebook Comments
%d bloggers like this: