ვთხოვ პარტიებს, 3 თვე უარი თქვან სახელმწიფო დაფინანსებაზე და ხალხის ფული დაუტოვონ ხალხს

მივმართთავ ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება! (ყველა პარტიას!)
გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ ( თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

ორი მოწვევის დეპუტატი ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფ პარტიებს შეახსენებს, რომ ბიუჯეტის ფული არის ხალხის ფული, რომელიც დღეს ხალხს სჭირდება.

„SOS!!! SOS!!! SOS!!!

საქართველოს გულშემატკივრებო, ჭირისუფალნო,
ჩემო მეგობრებო!

ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ეკონომიკური დარტყმა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მომავალზე თვალნათელია და არავინ მალავს, რომ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება.
ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მივიღეთ დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი! ეს, ალბათ, ამ ვითარებაში მართებულიცაა. უფრო მეტიც, აუცილებელიც! რადგან მთავარია, დავძლიოთ ეპიდემია და მისი გავრცელება.
პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალები მთავრობის, მედიკოსების, ჩვენი საამაყო პროფესიონალების მუშაობას, ხელს არ უშლიან. მაქსიმალური კეთდება საერთო მიზნის მისაღწევად!
მუდმივად არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდელობა, თავისი წვლილი შეიტანონ საკაცობრიო საქმეში და გვერდით დაუდგნენ ჩვენს განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე,
მივმართავ ყველა იმ პარტიას,
რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება! (ყველა პარტიას!)
გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ ( თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს! იმ ხალხს, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ არჩევნებზე…
ამისთვის კი…….. უნდა გადარჩეს!
ეს იქნება ძალზედ ჰუმანური აქტი!
ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის უანგარო სამსახური!

ჩემო მეგობრებო!
ველოდები თქვენს მხარდაჭერას!
მხარდაჭერის გამოსახატავად, გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ეს მიმართვა!“,-წერს ხათუნა ხოფერია.

ცნობისთვის, ინტერნეტში აღნიშნული მოთხოვნით, პეტიციაც ვრცელდება, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელის მოწერა. www. change.org

Facebook Comments
%d bloggers like this: