თენგიზ ცერვაძე: პიკი იქნება 2-3 კვირაში და შენარჩუნდება კიდევ 3 კვირა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძეის თქმით, საქართველოში კორონავირუსის გამო ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, თუმცა მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებთან შედარებით ბევრად დაბალი იქნება.

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტაოლბ, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები და ათეულათასეულები, მაგრამ როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, ეს რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ეს ახალი ვირუსია, თუმცა ჩემი პირადი პროგნოზით პიკი იქნება 2-3 კვირაში, შენარჩუნდება კიდევ 3 კვირა და შემდეგ წავა დაღმა” – განაცხადა “რუსთავის 2”- ის პირდაპირ ეთერში თენგიზ ცერვაძემ

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: