თურქეთმა სამედიცინო დახმარებით იტალიასა და ესპანეთში თვითმფრინავი გაგზავნა

Nusagi

თურქეთმა სამედიცინო საშუალებებით დატვირთული სამხედრო თვითმფრინავი იტალიისა და ესპანეთის დასახმარებლად გაგზავნა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.

თურქეთის სამედიცინო დახმარებაში პირბადეები, სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებები შედის.

სამედიცინო საშუალებების ყუთებზე იტალიურად და ესპანურად წერია ჯალალ ად დინ რუმის ცნობილი ფრაზა: ”უიმედობას იმედი შეცვლის. მზის ამოსვლა გაანათებს სიბნელეს”.

თვითმფრინავი ჯერ ესპანეთში დაეშვება, შემდეგ კი იტალიაში გაემგზავრება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: