ინა ასანიძე – ქართველ ემიგრანტებს ურეკავენ და ცრუ ინფორმაციით აშინებენ

ემიგრანტების ისედაც მძიმე მდგომარეობას, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და უსახსროდ დარჩნენ, ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ,-,-ამის შესახებ ქართული დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ინა ასანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო 6 თვით კეტავს საზღვარს და ვერ დავბრუნდებით. ეს არა თუ სიმართლეს არ შეესაბამება, არამედ სრული აბსურდია. მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს აუკრძალავს ქვეყანაში შესვლას და დატოვებს ბედის ანაბარა. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციით გვაქვს სამშობლოში დაბრუნების უფლება. ასე, რომ ტყუილად ნუ გაირჯებით. ემიგრანტების ისედაც მძიმე მდგომარეობას, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და უსახსროდ დარჩნენ, ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ. სახელმწიფო თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს და მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით საქართველოში“,-ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ინა ასანიძე აღნიშნავს, იტალიასა და ესპანეთში ქართველ ემიგრანტებს ურეკავენ და ცრუ ინფორმაციებით აშინებენ.

„ხალხი პანიკაშია, ასევე ტყუილია ინფორმაცია, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა, თითქოს ბარში, მდინარის პირას ბიჭები ქუჩაში ცხოვრობენ. ეს არის სიცრუე, რადგან ქუჩაში ცხოვრების კი არა სიარულის უფლება არ აქვთ, მაგრამ ლოგიკას მოკლებულმა ხალხმა სამწუხაროდ, დაიჯერა“,-აცხადებს ასანიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: