კიდევ რომელ სოფლებს შეეხო მაღალმთიანი დასახლებისთვის დაწესებული შეღავათები

მაღალმთიანის დასახლებების სტატუსის მქონე სოფლების სია ფართოვდება. 1-ლი აპრილიდან სპეციალური შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

შღავათები შეეხებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სპეთისა და ჭალოვანის და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების დვანისა და კნოლევის 4,500-მდე მოსახლე დღეიდან შეძლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარები სშესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიღებას.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისათვის დადგენილი შეღავათები მოიცავს შვილის შეძენისას ოჯახების სოციალური დანამატით, პენსიონერთა, ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლის მასწავლებელთა, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა დანამატით, მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით, უმაღლესი განათლების დაფინანასებით, საგადასახადო და სხვა შეთავათებით სარგებლობას.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული 1737 დასახლებას აქვს მინიჭებული. შეღავათებით სულ 250 000 მოქალაქე სარგებლობს.

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

2016 წლიდან დღემდე, კანონით დაწესებული სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში, ახალშობილისთვის დახმარების სახით გაიცა თითქმის 27 მილიონი ლარი; 97 მილიონი ლარამდე ოდენობის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე მიიღეს პენსიონერებმა; გაიცა სოციალური პაკეტის დანამატი 12.1 მილიონი ლარის ოდენობით; 14 მილიონ ლარზე მეტი გაიცა სამედიცინო პერსონალზე; 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა 24.1 მილიონი ლარის შეღავათით ელექტროენერგიაზე;  48.3 მილიონი ლარი გაიცა მასწავლებლებისთვის და 687 000 ლარიმ წვრთნელებისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს უკვე 401 საწარმო. 

კანონის ამოქმედებიდან მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან სხვადასხვა ინფრასტრუქურულ პროექტებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი შეღავათებს 310 მლნ ლარი მოხმარდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: