კორონავირუსზე ტესტის ჩატრების პრინციპი იცვლება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა 3 ალგრითმი, რომლის მიხედვითაც კორონავრუსზე ტესტების ჩატრების პრინციპი იცვლება.

მედიკოსი ამბობს, რომ შიდაგადადების ფაზაში, COVID-19- ზე ტესტი იმ უსიმპტპმო პაციენტებსაც ჩაუტარდებათ, რომლებიც რისკჯგუფში შედიან.

“შევთანხმდით ახალ პროტოკოლზე, რომელიც დღემდე მოქმედისგან პრინციპულად განსხვავდება. აქამდე არსებული მხოლოდ იმ პირების ტესტირებას გულისმხობა, ვისაც მწვავე რესპირაციული სიმპტომები – ცხელება ან ციება აღენიშენბოდა, მეორე პირობა იყო რომ ამ პიროვნებას აუცილებლად ჰქონოდა რისკის შემცველი ნიშნები, მაგალითად – მოგზაურობა მაღალი რისკის ქვეყნებში, მიეღო ამ ქვეყნებიდან სტუმარი ან მგზავრობის ისტორიის მქონე პირთან ყოფილიყო კონტაქტში, სხვბი ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს სრულიად საკმარისი იყო ვირუსის შეკავების ფაზაში.

ახლა როდესაც დაიწყო შიდა გადადება შეიცვალა პროტოკოლი. შეიქმნა 3 ალგრითმი, რის მიხედვითაც მოხდება ადამიანზე ტესტირების ჩატრება. პირველი დარჩა უცვლელი ანუ ვინებიც აქამდე ექვენდებარებოდნენ ტესტირებას მათთვის არაფერი შეცვლილა. ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომელთაც არა აქვთ ნიშნები, მაგრამ არსებობს რისკი, მაგალითად რისკის ქვეყნებში მოგზურობის მქონე ისტორიის პირთან იყო შემხებლობაში.

მესამე პაკეტი – ვინებიც მკურნალობენ საავდმყოფოებში, დადიან ბინაზე და აქვთ სიმპტომები, მაგრამ რისკის ფაქტორები არ გააჩნდათ, ანუ ტკივა ყელი ახველებს მაგრამ არასდ არ უმოგზაურია და არ ჰქონია კონტაქტიმოგზაურობის ისტორიის მქონე პირთან”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: