მარინა ეზუგბაია: დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი

“დაგვემატა ერთი მძიმე პაციენტი, რომელთანაც დაავადებამ, მიუხედავად მკურნალობისა, პროგრესი განიცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4 მძიმე პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, რომელთა სტაბილიზება ჯერ ვერ მოხერხდა”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 51 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღის შემდეგ დამატებული ახალი 7 პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 არის მოთავსებული დანარჩენი 5 კი სხვა მიმღებ კლინიკებშია.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, კორონავირუსიანი პაციენტების მიმღებ ცენტრებს დაემატა კლინიკა ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდუდში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: