მარინა ეზუგბაია – თუ ვინმეს არ უხარია ქვეყნის წარმატება, ეს მისი პრობლემაა

Nusagi

საქართველო მოიაზრება კოვიდთან ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად. ასეთი მონაცემები იქნება საოცნებო ყველა ქვეყნისთვის და თუ ვინმეს არ მოწონს და არ უხარია ქვეყნის წარმატება, ეს მისი პრობლემაა,-ასე უპასუხა მარინა ეზუგბაიამ დილის ბრიფინგის დროს ერთ-ერთი ჟურნალისტის დაჟინებულ კითხვებს, თუ რატომ დაგვიანდა კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფის დროული ტესტირება.

ეზუგბაიას თქმით, აღნიშნული პაციენტი არ განიხილებოდა შესაძლო შემთხვევად, რადგან მას არ ჰქონდა საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია და ვერ გაიხსენა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონტაქტი.

„თქვენ რა გნებავთ ვერ გავიგე, ალბათ გაქვთ ანალიზის უნარი და იცით შესაძლო შემთხვევის განმარტება“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაემატა და სულ 115 შემთხვევა გახდა.

„ 1 ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, სულ 22 გამოჯანმრთელებული გახდა. ინფექციურ საავადმყოფოში  რჩება 32 ინფიცირებული. დაემატა 1 მძიმე პაციენტი, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. ეს არის ცნობილი პაციენტების კონტაქტები. გუშინ ჩატარდა 19 პაციენტზე ტესტირება და არცერთი არ იყო დადებითი. 

საქართველო მოიაზრება კოვიდ19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად. აქ ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება. ასეთი მონაცემები იქნება საოცნებო ყველა ქვეყნისთვის და თუ ვინმეს არ მოწონს და არ უხარია ქვეყნის წარმატება, ეს მისი პრობლემაა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: