მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას

მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის მიერ გაცხადებულ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების კომპენსაცია დაწესდება.

მისი თქით, სერიოზული გამოწვევები ძირითადად ორი – ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებითაა და ხელისუფლება ზრუნავს პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად.

„ინიციატივა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან გახმოვანდა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია პირველ რიგში ზოგად პარამეტრებზე, ეკონომიკის და სოციალურ ნაწილში რა პარამეტრების ფარგლებშია აუცილებელი ჩარევა და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის დახმარება, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენა სახელმწიფოსგან მიიღებს. 200 კილოვატი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფარგლებში მოხმარების შემთხვევაში მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას, მათ სრულად დაუკომპენსირდებათ შესაბამისი ხარჯები და აღარ გადაიხდიან კომუნალურ გადასახადს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს იყო პირველი მყისიერი ნაბიჯი, რომელიც მთავრობის მხრიდან სოციალური დახმარების მიმართულებით გადაიდგა და ეს არის მთავრობის სწორი გეგმა.

„რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ მთლიანობაში 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მაქსიმალურად გადასაჭრელად. აქ სიჩქარე არ იქნება სწორი, ჩვენ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვანია, ზუსტად დავაიდენტიფიციროთ პრობლემები და ამის შემდეგ უკვე 2 მილიარდი ხარჯვის გადანაწილება იქნება სწორედ განსაზღვრული. ეს არის მთავრობის ძალიან სწორი ხედვა და გეგმა. სოციალური კომპენსაციების გარდა დანარჩენი თანხები დაიხარჯება იმის მიხედვით თუ რა სახის პრობლემების იდენტიფიცირება მოხდება მთავრობის მხრიდან. 15 აპრილისთვის გვექნება მარტის მონაცემები, რაც მოგვცემს საფუძველს გავიანგარიშოთ, თუ სად არის ყველაზე მეტი პრობლემა და ყველაზე მეტად ჩარევა საჭირო. ზედმეტი სიჩქარე, ბუნებრივია, არ იქნება სწორი. მთავრობა, ხელისუფლება მოქმედებს მაქსიმალურად ოპერატიულად იმისთვის, რომ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადაიჭრას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

Facebook Comments
%d bloggers like this: