საქართველოში აპლიკაციის დანერგვა იგეგმება, რომელიც ადამიანებს კორონას გადადების საფრთხეს ამცნობს

საქართველოში იგეგმება სატელეფონო აპლიკაციის დანერგვა, რომელიც ადამიანებს გააფრთხილებს, რომ ის კორონავირუსით შესაძლო ინფიცირებულ პირთან ახლოს იმყოფება.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია ამ მიმართულებით, მათ თავიანთი მოდელი გაგვიზიარეს. ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება და ტექნიკური უზრუნველყოფა იმისთვის, რომ დაინერგოს ჩვენთანაც ეს მოდელი”,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: