ელადის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს

ელადის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს მრევლის გარეშე აღნიშნავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.

სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებული უპრეცედენტო გარემოებების გათვალისწინებით“, მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აღდგომის დღესასწაულზე სახლში ილოცონ.

„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ინსტრუქციებს და არ უნდა აყვნენ მათ, ვინც დაუმორჩილებლობის მოწოდებით გამოდის, რაც არსებულ გარემოში დაუშვებელია, თუნდაც ქრისტიანული რწმენის სახლით“, – ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

სინოდის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და მას სასულიერო პირების მინიმალური რაოდენობა დაესწრება. მრევლი ეკლესიაში არ დაიშვება. წირვისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება მორწმუნეებს ინტერნეტით, ტელევიზიითა და რადიოთი ექნებათ.

სინოდის გადაწყვეტილებით, თუ პანდემიის გავრცელების შეჩერება მოხერხდა, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავ ცერემონიას ერთობლივად, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან.

„ეს არ იქნება აღდგომის დღესასწაული, არამედ უბრალოდ ცერემონიის აღნიშვნა“ – ნათქვამია სინოდის განცხადებაში

Facebook Comments
%d bloggers like this: