კორონავირუსისგან მსოფლიოში უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა

ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ეს დაავადება დაამარცხეს. 2 აპრილის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსისგან 202 627 ადამიანია განკურნებული. ეს რიცხვი ბოლო 10 დღეში გაორმაგდა.

ყველაზე ბევრი – 76 400 გამოჯანმრთელებული ჩინეთზე მოდის, მეორე ადგილზე 26 700 განკურნებულით ესპანეთია, გერმანიაში კორონავირუსი 19 175-მა ადმიანმა დაამარცხა, იტალიაში 16 850-მა.

Facebook Comments
%d bloggers like this: