ლეილა ხორნაული: დღეს ვიღაც მირეკავს, ამანათები გვაქვს თქვენთვისო, ორი შეფუთულ-ნიღბიანი მოვიდა

მრავალშვილიანი დედა ლეილა ხორნაული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს ვიღაც მირეკავს, ამანათები გვაქვს თქვენთვის და ხომ სახლში ხართო? მისამართიც დააზუსტა. მეგონა კურიერი ბიჭები იყვნენ და ძმაკაცურად დავარიგე, საიდან მოეარათ, რა კოდი აეკრიფათ კარზე; მერე ლაზარეც ჩავაგზავნე, ხურდა არ დაეხარჯოთ ლიფტში, შენ ამოიყვანე მეთქი დე. ორი შეფუთულ-ნიღბიანი მოჰყვა ლაზარეს ლიფტით. მოგვიტანეს უზარმაზარი, მძიმე ყუთები და ამანათები, კართან ჩაგვიმწკრივეს. საიდან არის ეს ყველაფერი მეთქი, – დავინტერესდი. ჩემგანაა, მრავალშვილიანებისთვისო, – ერთ-ერთმა. შევხედე დაბნეულმა, ვერ ვიცანი, ცისფერი თვალების მეტი არაფერი უჩანდა. რომ შემამჩნია დაბნეულობა და რომ ვერც ვბედავდი მეკითხა, თქვენ ვინღა ხართ-მეთქი, თავად გამეცნო, – დავითი ვარ, თქვენი დეპუტატიო… არც მეტი, არც ნაკლები, თავად დავით უთმელიძეს უწიკია ამხელა და ამსიმძიმე ყუთები ამ სიშორეზე ჩვენთვის. ღმერთმა ყველა გაახაროს და ასმაგად მიუზღოს სიკეთე და მოწადინება, რომ მრავალშვილიან დედებს რაღაცით შეეწიოს, რა მნიშვნელობა აქვს რით, – მატერიალურით, სულიერით თუ ერთი ტკბილი სიტყვით თუნდაც“,-წერს ლეილა ხორნაული.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: