მინდა, სიამაყით განვაცხადო, 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია, ატვირთულია მსოფლიო ბაზაში

ჩვენ ახლა, აქტიურად მივადევნებთ თვალს ჩვენი ავადმყოფები არამარტო საიდან ჩამოვიდნენ, არამედ ვირუსს რომ გამოვყოფთ, ვიცით უკვე, ის ვირუსი რომელი ვირუსის ნათესავია”-ამის შესახებ, სსიპ „ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული. ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, იმედის ეთერში განაცხადა.

“მინდა, ძალიან სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ უკვე 6 შტამი, ანუ 6 ქართველი ავადმყოფის ვირუსი გაშიფრულია, ატვირთულია მსოფლიო ბაზაში, ამ ვირუსების გენომების.

„ძალიან ზუსტად ჩაჯდა ეს ჩვენი ირანული წარმოშობის პაციენის ვირუსი ირანულ ჯგუფში, იტალიური წარმოშობის, იტალიურ ჯგუფში. ეს ვირუსები, უკვე ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რომელ ქვეყანაში, რომელი გენოტიპია…მუტაციები სულ ხდება, როცა ვირუსი ვრცელდება.

ჩვენ ახლა აქტიურად მივადევნებთ თვალს ჩვენი ავადმყოფები არამარტო საიდან ჩამოვიდნენ. ვირუსს რომ გამოვყოფთ, ვიცით უკვე, ის ვირუსი რომელი ვირუსის ნათესავია, რომელი ქვეყნის.

როცა არ ვიცოდით, მოქალაქე ამბობდა. ერთ-ერთი ჩვენი შემთხვევისას, რომ მას ჰქონდა შეხვედრა რამოდენიმე უცხოელთან, ჩვენ დავადგინეთ, რომელ უცხოელისგან იყო ეს ვირუსი. იმიტომ რომ იმ ქვეყანაში გავრცელებული შტამის იდენტურია მისი ვირუსი. ამას აკეთებს ლუგარის ცენტრი, ისე როგორც წამყვანი ლაბორატორიები”-ამბობს იმნაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: