მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას

„მე მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი ალბათ მას შევასრულებ“, – ასე უპასუხა ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ „ტვ პირველის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რეკომენდაცია „დარჩი სახლში“ უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლს?

„ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტ-ნაკლებად. თუ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს, აქ ლაპარაკია სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით, თუ დაიცვება ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“,-დასძინა მან.

Facebook Comments
%d bloggers like this: