პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, მკურნალობას გაივლიან სახლში

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსისათვის დამახასიათებელი გარკვეული სიმპტომები აღენიშნებათ და ეს ყველაფერი მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. ხოლო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი, ექიმთან კოსნულტაციის შედეგად მას ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

„კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ ამაში იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდი დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ყოველივე ეს დაავადებულთა 80%-ს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში. მათი პირველადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მოხდება სატელეფონო ზარით და დღესდღეობით ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე ჩვენი მოქალაქეების ზარები მივიღოთ და შესაბამისად მათთან შემდეგი ტაქტიკა დავგეგმოთ, რაშიც ვგულისხმობთ შემდეგს: თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. ეს არის ძირითადი სქემა რითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას, ხოლო პაციენტის სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციისა და კოორდინაციის შემდეგ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: