სააკაშვილი-ევროპიდან მშიერი და უმუშევარი მოქალაქეების დაბრუნება უკრაინისთვის დიდი ტვირთი იქნება

სააკაშვილი წინააღმდეგია, რომ ევროპიდან უკრაინელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ მან უკრაინულ თოქ=შოუში სტუმრობისას განაცხადა.

სააკაშვილს მიაჩნია, რომ მშიერი და უმუშევარი მოქალაქეების დაბრუნება უკრაინისთვის დიდი ტვირთი იქნება. 

„ჩვენ ვეუბნებით ქვეყნიდან წასულ უკრაინელებს, დაბრუნდით უკრაინაში. იცით, მათი რიცხვი რამდენს შეადგენს, ისინი ნახევარი მილიონი არიან, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ქვეყანაში ნახევარი მილიონი უკრაინელი? ისინი ჩამოვლენ მშივრები, უფულოდ, უსამსახუროდ და ამისთვის მარტო ლოჯისტიკა არ არის მოსამზადებელი“,-განაცხადა სააკაშვილმა.

​ამის პარალელურად, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ მზად იყო, ისინი საკუთარი სახსრებით დაებრუნებინა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: