სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 663-მდე გაიზარდა

სომხეთში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საერთო ჯამში, 2 აპრილის მონაცემებით, სომხეთში დადასტურებულია ინფიცირების 663 შემთხვევა.

საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 626 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 33, ხოლო გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: