სწრაფი ტესტები არის ნაწილობრივი ინსტრუმენტი, საბოლოო დიაგნოზი მაინც მოლეკულურ დონეზე დგინდება

როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სწრაფი ტესტების კონტექსტში, პროფესიონალები გვეუბნებოდნენ, რომ არის უმაღლესი სტანდარტი, ოქროს სტანდარტი, ანუ მოლეკულურ დონეზე ჩატარებული „პი-სი-არ“ ტესტები, რომლის გარეშეც სწრაფი ტესტებიც არის მხოლოდ და მხოლოდ ნაწილობრივი ინსტრუმენტი. საბოლოო დიაგნოზი მაინც მოლეკულურ დონეზე დგინდება, – ამის შესახბე პრემიერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„შევაფასეთ რა ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად ის გამოწვევები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის და ჰოსპიტალური სექტორის წინაშე არსებობდა, ამიტომ გადავდგით სწრაფი ნაბიჯები. მივხვდით, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ზეწოლა და დარტყმა ჩვენს ჰოსპიტალურ სისტემაზე მაქსიმალურად დროში გაგვეწელა, მიგვეცა მათთვის საშუალება, მომზადებულიყვნენ უკეთ. ჩვენი ძირითადი ამოცანაა დღეს, რომ ვირუსის გავრცელება რეგიონულ ჭრილში მაქსიმალურად შევამციროთ. გვესმის, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სერიოზული პრობლემები შევუქმნათ ეკონომიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, უპირველესი მიზანი მაინც არის ამ ბრძოლაში ვირუსის დამარცხება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ყველა ღონისძიება ისე უნდა გატარდეს, რომ ეკონომიკამ მინიმალური ზიანი მიიღოს და ქვეყანამ მისი აღდგენის პოტენციალი შეინარჩუნოს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: