შოკისმომგვრელი კადრები ატენის ქუჩიდან

თბილისში, ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსს, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა დიდი ხანია, უშედეგოდ აპროტესტებს, დღეს უზარმაზარი დამცავი ბადე მოწყდა და სამშენებლო მასალის ნაწილიც ჩამოიყოლა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო ატენის ქუჩის მცხოვრებმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

საბენიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა. მეზობლების თქმით, კარანტინის პერიოდში, მშენებლობა ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს, მუშებს არ აქვთ უსაფრთხოების სპეციალური აღჭურვილობა, არ იცავენ არანაირ დისტანციას და რაოდენობრივ შეზღუდვას.

„როგორც ჩანს, დრო იხელთეს, რომ მათთვის არავის სცალია და რასაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე იქცევიან“,-ამბობენ ატენის ქუჩის მცხოვრებლები, მათივე ინფორმაციით, მშენებლობას კომპანია next door აწარმოებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: