ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მკურნალობის ამ მეთოდის ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ახალი კორონავირუსით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია, ინექციას გაუკეთებენ, რომლის შემადგენლობაში შევა დათვის ნაღველი, თხის რქა და სხვადასხვა ბალახეულის ნაყენი.

ამასთან „ბიბისი“ ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დათვის ნაღველს ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში უკვე წლებია, იყენებენ. ის არალეგალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ცხოველთა დამცველები დათვის ნაღველის სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.

Facebook Comments
%d bloggers like this: