ანგელა მერკელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა

ორკვირიანი თვითზოლაციის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ადგილზე დაბრუნდა. ამის შესახებ კანცლერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეტეფან სეიბერტმა განაცხადა.

“საბედნიეროდ, კორონავირუსზე რამდენიმე ტესტის შედეგი უარყოფითი იყო. ახლა ის მუშაობას კანცლერის ოფისში განაგრძობს”, – აღნიშნა სეიბერტმა.

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: