აშშ-ს საელჩო- გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

„#COVID-19-თან ბრძოლა მრავალ უნარსა და ნიჭს მოითხოვს. დღეს ჩვენ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ქართველი ხალხისთვის სუფთა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დღედაღამ თავდაუზოგავად შრომობენ. ამ სიტუაციაში ჩვენ ყველა ერთად ვართ და ისეთი პროფესიონალების ძალისხმევით, როგორიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი, ამ ყველაფერს გადავლახავთ“,-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: