გაეროს გენასამბლეამ დეკლარაციის რუსული ვარიანტი ჩააგდო – რას ითხოვდა მოსკოვი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილს მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით „გლობალური სოლიდარობა კორონავირუსულ დაავადებასთან ბრძოლაში“. დოკუმენტი კონსესუსის საფუძველზე მიიღეს.

გაეროს წევრი ქვეყნები პანდემიის შესაკავებლად საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების მოწოდებით გამოვიდნენ, ასევე შეთანხმდნენ ინფორმაციის, სამეცნიერო მონაცემებისა და მოწინავე გამოცდილების გაცვლის საკითხზე. დოკუმენტში ცალკეა შეტანილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს განსაკუთრებული როლი ახალი ტიპის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში.

ამასთან, სააგენტო AFP–ს ცნობით, რუსეთი უშედეგოდ მოითხოვდა დეკლარაციის საკუთარი ვერსიის გატანას. სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნულ ვერსიაში ირიბად იყო შეტანილი მოწოდება, უარი ითქვას სანქციებზე პარდემიის პირობებში. კერძოდ, ტექსტში იკითხებოდა შემდეგი ფრაზები: „ქვეყნების თანხმობა ერთმანეთთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე“ და „უარი ითქვას სავაჭრო ომებზე და გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით ცალმხრივი სანქციების დაწესებაზე“.

გაეროს უშიშროების საბჭოსაგან განსხვავებით, გენასამბლეის რეზოლუციებს იურიდიულად სავალდებულო დატვირთვა არ გააჩნიათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 3 აპრილის დილისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 1 014 673 ადამიანია ინფიცირებული, გარდაიცვალა 52 973, სრულად გამოჯანმრთელდა 210 335 პაციენტი.პოლიტიკა02:20

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: