ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ შეიძლება წავსულიყავი-პაატა იმნაძე სააღდგომო ლიტურგიაზე

Nusagi

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ის სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას არ გეგმავს.

“მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და რომ გითხრათ ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში ალბათ ნამდვილად დამავიწყდება. ამიტომ მე ძირითადად, ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს. მითუმეტეს ამ პირობებში მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: