ზაზა შენგელია: ცინიზმია, რომ საქართველოში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ისევ ჩინელები ააშენებენ

რასისტი არასოდეს ვყოფილვარ, არც ახლა ვარ და მაგაზე შენიშვნებს ვერ მივიღებ,-ამის შესახებ „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

შენგელია საქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მგახსნას მიესალმება, მაგრამ მიაჩნია, რომ ის ჩინელებმა არ უნდა ააშენონ. მისი თქმით, მსოფლიომ ჩინეთს სანქციები უნდა დაუწესოს საარსებო გარემოსთვის საფრთხის შექმნის გამო.

„ძალიან კარგია, რომ საქართველოში ორი ფსიქიატრიული საავადმყოფო იხსნება და თანაც ძალიან დროულად იხსნება (ცოტა დაგვიანებულიც კია)…რასაც ჰქვია – ნამდვილი მისწრებაა ახლა ქვეყნისთვის სრულიად ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოები… სერიოზულად ვფიქრობ ასე, ხუმრობის გარეშე…

ოღონდ ამ ისტორიაში არ მომწონს ერთი რამ: ნამდვილი ცინიზმია, რომ ამ ორივე საავადმყოფოს ისევ ღამურის სუპის მჭამელი ჩინელები აშენებენ…არ შეიძლება, რომ მსოფლიომ და მათ შორის საქართველომაც სანქციები დაუწესოს ჩინეთს, სანამ რეალურად არ მოეშვებიან ღამურების, ძაღლების, კატების, ორანგუტანგების, შიმპანზეების, პანგოლინების და წითელ წიგნში შეტანილი სხვა ცხოველების ჭამას და მერე მთელი მსოფლიოს დაინფიცირებას ?

ჯერ კორონავირუსით მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ დანარჩენ მსოფლიოს, ფაქტიურად გააჩერეს ცხოვრება დედამიწაზე…არაფერს ვამბობ იმაზე, რომ შუა საუკუნებში შავი ჭირიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ეპიდემია მათგან მოდიოდა

P.S. რასისტი არასოდეს ვყოფილვარ, არც ეხლა ვარ და მაგაზე შენიშვნებს ვერ მივიღებ…უბრალოდ მსოფლიო ძალიან “დაპატარავდა” და ესენი (ჩინელები) უკვე დიდ და რეალურ საფრთხეს უქმნიან ადამიანებს საარსებო გარემოს შენარჩუნების თვალსაზრისით დანარჩენ მსოფლიოში, ამას ემატება მათი არადემოკრატიული მმართველობის საშინელი რეჟიმი, რომელიც ყველაფერს მალავს და ჩქმალავს “,-წერს ზაზა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: