იმედია ძალიანაც არ შეგაშინეთ, მაგრამ დაფიქრებად კი ღირს!- ჟანა ჭითანავა

აგრეგაცია, სოციალიზაცია და ჯგუფის ეფექტი! <3
(მომავალ წელს, მომიწევს ჩემი სალექციო მასალის ამგვარად განახლება)

ეულად დარჩენილი ღამურები გამოზამთრებისას ნივთერებათა ცვლის ინტენსივობის უჩვეულო მატებით ხასიათდებიან , რაც განაპირობებს ენერგიის გაძლიერებულ ხარჯვას და ორგანიზმი კნინდება!

ფარის გარეშე დარჩენილ ცხვარს, პულსი და სუნთქვა უჩქარდება და “პანიკები და შფოთვები” ეწყება!
ზგიერთი მტრედი კვერცხს ვერ დებს, თუ არ ხედავს თავისივე ჯიშის სხვა ფრინველს, საკმარისია ასეთ დედალს წინ დავუდგათ სარკე, ის მაშინვე იწყებს კვერცხის დებას!

დაბალი ტემპერატურა სასიკვდილოა ცალკეული ფუტკრებისთვის , თუმცა ვერაფერს ვნებს ფუტკრის ოჯახებს!
მცენარეთა ჯგუფები უფრო ამტანებია ძლიერი ქარების მიმართ და უფრო ეფექტურად ამცირებენ წყლის დანაკარგს!
ბაქტერიებიც კი კოლონიებად ცხოვრობენ!

ამის მერე რაღა გასაკვირია, რომ დედამიწაზე ცოცხალი არსებების ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალგანვითარებულ არსებებს უწოდებს საკუთარ თავს, არ ემორჩილება, იზოლაციის წესებს სიკვდილის ფასადაც კი!
…და ზოგადადაც რისი ეშინია ადამიანს ყველაზე უფრო, სიკვდილის? -არა!!!!!!!

თუ მოვლენებს დავაკვირდებით ვხედავთ რომ სიკვდილის შიშზე უფრო ადამიანებს მ ა რ ტ ო სიკვდილის ეშინიათ. აგრეგაციამ და სოციალიზაციამ 21 საუკუნეში იმდენად ძლიერი ფორმა მიიღო ლამისაა ცოცხალი ფორმებისათვის დამახასითებელ ერთ-ერთ თვისებადაც იქცეს. მალე ალბათ ჩამონათვaლი, ასეთ ფორმას მიიღებს: სუნთქვა, კვება, გამრავლება, ზრდა, გამოყოფა, გაღიზიანება, მოძრაობა, სოციალიზაცია!

ცოტას “ჯგუფის ეფექტსაც” გადავაკეთებ და მივიღებთ, რომ ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციას, რომელიც განაპირობებს ორგანიზმთა სიცოცხლისუნარიანობის საერთო ამაღლებას “ჯგუფური ეფექტი” ეწოდება!

ხოდა ეხლა უკვე გასაგები ხდება რატომ ხდება ცუდად რობინზონ კრუზო ,მიუხედავად იმისა რომ არაფერი აკლია კუნძულზე, აღარც საკვები, აღარც ტანსაცმელი და როგორ ელაპარაკება იგი ბეისბოლის ბურთს თითქოს ადამიანს, როგორ ტირის როდესაც ბურთი დინებას მიაქვს. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი დანიელ დეფოს, ან უყურეთ ტომ ჰენქსის უნიკალურ შესრულებას ფილმში “გარიყული”

ან რატომ ცეკვავენ იზოლირებული ადამიანები აივანზე და ამხნევებენ ერთმანეთს!
ან რატომ ჩაჭიდებენ ხოლმე ხელს დასახვრეტად გაყვანილი ადამიანები, სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისას ან რატომ ითხოვენ პალატაში მომაკვდავები, რომ მარტო არ დატოვონ!

არც ისაა გასაკვირი, ადამიანებმა სიკვდილიც იმით დაამარცხეს, რომ სჯერათ სამოთხის, სადაც ის ბედნიერია , მაგრამ ბედნიერია იმიტომ რომ იქ “ყველა მისიანია” და ერთად არიან ბედნიერები ან უბედურია ჯოჯოხეთში და თანაც უბედურია ასევე “სხვებთან” ერთად!

იმედია ძალიანაც არ შეგაშინეთ , მაგრამ დაფიქრებად კი ღირს! 
ადამიანი – ზესოციალური არსებაა ყველა არსებებს შორის!”- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის, სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ჟანა ჭითანავა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: