ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი კობახიძის გაკეთებულმა განცხადებამ სასიამოვნო შეგრძნება გამიჩინა, საამაყოა, რომ ბევრიფიქრობს თავისი წვლილი შეიტანოს ქვენის მიერ წარმოებულ ამ ომში

კორონავირუსის შემოტევის დროს, იმას რასაც ხელისუფლება აკეთებს მართლაც მისასალმებელი და ღირსეული და პასუხისმგებლიანი მთავრობის ქმედება ჰქვია. დღეს ირაკლი კობახიძის გაკეთებულმა განცხადებამ სასიამოვნო შეგრძნება გამიჩინა. საამაყოა, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ფიქრობს თავისი წვლილი შეიტანოს ქვენის მიერ წარმოებულ ამ ომში,- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლებაც, ქართული ოცნებაც, საზოგადოების ღირსეული ნაწილიც და უბრალო, მაგრამ ძლიერი ხალხი ამ გამარჯვებას ერთად იზეიმებს.

,, ეს მართლაც კიდევ ერთი ღირსეული და ვაჟკაცური საქციელია, შესაძლოა ასე არც გამესვა ხაზი, რომ არა უხილავი მტერი, რომელმაც ჩვენზე გაცილებით ძლიერ და დიდ ქვეყნებს ანადგურებს და მეორეც, რომ არა შინაური მტრების, უღირსთა ჩასაფრებული და კრიტიკული პოზიცია, რომლებსაც თუ საქართველო დამარცხდება, მგონი მართლა გაუხარდებათ… ვერ მოესწრებით, ხელისუფლებაც, ქართული ოცნებაც, საზოგადოების ღირსეული ნაწილიც და უბრალო, მაგრამ ძლიერი ხალხი ამ გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ”,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: