მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია- თენგიზ ცერცვაძე

ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “ფორმულა”-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები.ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის. და ახლა როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ინტერვიუში

Facebook Comments
%d bloggers like this: