მინისტრები და სახელმწიფო მოხელეები ხელფასის 1/3-ს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

“პოლიტიკოსები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ყველანი ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ სახელმწიფო ფონდში, რომლითაც დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით”,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმ პირობებში, როცა ათასობით ადამიანი კარგავს შემოსავლებს, ეს არის მორალურად აბსოლუტურად გამართლებული და სწორი ქმედება და ამ ფორმით მათ ვუცხადებთ სოლიდარობას. იმედი გვაქვს შემოგვიერთდებიან სხვებიც, კერძო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგნლები და ერთად დავეხმარებით მათ, ვისაც კორონავირუსის გამო გასაჭირი დაუდგებათ”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: