ორი ავიარეისით დღეს საქართველოს კიდევ 250 მოქალაქეს ჩამოიყვანენ

მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.

ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის 2 მორიგი რეისით, 250-მდე მოქალაქე დაბრუნდება. ამ რეისებით მოემგზავრებიან, როგორც ამ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეები, ასევე საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებოდნენ და ვარშავასა და ბერლინში მოახერხეს ჩასვლა.

რეისებით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, კერძოდ, ფეხმძიმეები, მცირეწლოვანი ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები. ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის. ევროპიდან თბილისის მიმართულებით რეისებს, კომპანია “Georgian Airways” შეასრულებს.

.

Facebook Comments
%d bloggers like this: