სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაცმოძრაობა” არა პოლიტიკური, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია იყო

სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არა პოლიტიკური, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია იყო,- ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “უძლეველი სახელმწიფოს” იმიჯის განმტკიცების და სხვა მანიაკალური ვნებების ავტორი იყო ერთი კაცი – მიხეილ სააკაშვილი. ამ ყველაფრის შემსრულებლები კი, ის ადამიანები, ვისაც დღეს პოლიტიკოსის მანტია აქვს მოსხმული.

,,სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არა პოლიტიკური, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია იყო. „ციხის ბუნტის“ დროს 7 მოკლული და 22 დაშავებული პატიმრის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა! ასევე, მიიჩნია, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი – არაადეკვატურად გადაჭარბებული. ამასთან, აღნიშნულია, რომ დაშავებულებს არ გაეწიათ სათანადო სამედიცინო დახმარება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვახსოვს “ნაციონალური” რეჟიმის მიდგომები. ნულოვანი ტოლერანტობის, ძალის უაზროდ დემონსტრირების, “უძლეველი სახელმწიფოს” იმიჯის განმტკიცების და სხვა მანიაკალური ვნებების ავტორი იყო ერთი კაცი – მიხეილ სააკაშვილი. ამ ყველაფრის შემსრულებლები კი გახლდათ ის ადამიანები ვისაც დღეს პოლიტიკოსის მანტია აქვს მოსხმული და ჭკვიანი გამომეტყველებით ჭკუას გვარიგებს, თუ როგორი სახელმწიფო არის ასაშენებელი”,- წერს ანდრია გვიდიანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: