ჩვენი მიმართვა ეხებოდა ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხებს!

ნამდვილად მისასალმებელია მართველი პარტიის მხრიდან ასეთი ოპერატიული გამოხმაურება მოქალაქეთა პეტიციაზე, მაგრამ…
ჩვენი მიმართვა ეხებოდა ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხებს! ანუ, იმ ფულს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აძლევს პარტიებს თავისი ჯიბიდან! ,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, პეტიცია, რომელიც მისი ინიციატივით გუშინ შეიქმნა, ეხებოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„თხოვნა იყო, რომ ეს თანხები სამი თვით დაებრუნებინათ განსაცდელში მყოფი ადამიანებისთვის!
ნამდვილად საშური და ჰუმანურია საკუთარი ხელფასის 1/3-ის გადარიცხვა ფონდში! მადლობა ყველას!
მ ა გ რ ა მ …
ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის დასტურად, რამდენად მაღლა დგას ხალხი, სახელმწიფო, სიცოცხლე პარტიულ ინტერესებზე!
პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ხათუნა ხოფერიას ინიციატივით, შეიქმნა პეტიცია, რომელშიც მოქალაქეები პოლიტიკურ პარტიებს თხოვენ, 3 თვით უარი თქვან ბიუჯეტის ფულზე და ხალხის ფულით კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს დაეხმარონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: