არ იყო მარტივი “ქვეყნის დახურვაზე” გადაწყვეტილების მიღება-გიორგი გახარია

ამის შესახებ FoxNews-ის ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

საქართველოს პრემიერის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი სწრაფი, გადამწყვეტი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება იყო, მათ შორის თამიმდევრული კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან.

“მარტივი არ იყო ქვეყნის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრად იოლია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ვიდრე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. დავიწყეთ აგრესიული გადაწყვეტილებით, დავიწყეთ მნიშვნელოვანი სოციალური შეკრებების აკრძალვა, დავხურეთ სკოლები და დავაწესეთ თვითიზოლაცია. ათასობით ჩვენი მოქალაქე გადავიყვანეთ საკარანტინე ობიექტებზე და ღამით გადაადგილება სრულად ავკრძალეთ.

ცხადია, ვაცნობიერებთ, რომ COVID-19 თავის უდიდეს კვალს დაატყობს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და სოციალურ ქმედებებს. მსოფლიო ეკონომიკაზე უაღრესად ნეგატიურად აისახება, რაც უკვე ცალსახად ჩანს” – აცხადებს გიორგი გახარია Fox News-თან.

Facebook Comments
%d bloggers like this: