გარდაცვლილი არ გვყავს და ხალხი იმაზე წუწუნებს, ქმარს ცოლი საჭესთან გვერდით რომ ვერ მიუჯდება 1 თვე

ფეისბუქჯგუფში კორონავირუსი/Covid-19 ფორუმი ერთ-ერთი მომხმარებელი თაკო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში უამრავი უმადური ადამიანია, რომლებიც გლობალურ საფრთხეს ვერ ითვალისწინებენ და შეგნებულად ეწინააღმდეგებიან დაწესებულ რეგულაციებს, შემდეგ კი, წუწუნებენ ჯარიმებზე.

„მოგესალმებით.არ მჩვევია ასეთი სტატუსების წერა მაგრამ,უკვე დავიღალე.ჩინეთი,იტალია, ამერიკა, ირანი და კიდევ ბევრი ქვეყანა, არის საშინელ მდგომარეობაში. დაიკეტა თითქმის ყველაფერი, დაიღუპა ძალიან ბევრი.. ბევრმა დაკარგა და, ძმა, მშობლები, შვილები, საყვარელი ადამიანები.. ყველგან, სადაც დაფიქსირდა კოვიდ 19-ით ინფიცირება, ყველა ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რაც დააწესა მთავრობამ.. ასრულებენ უსიტყვოდ, მიუხედავად ამისა, ყავთ უამრავი გარდაცვლილი..

და ჩვენ? არცერთი გარდაცვლილი არ გვყავს, ინფიცირებულების ნაწილი უკვე გამოჯანმდრთელდა. და ხალხი რას აკეთებს? წუწუნებს იმაზე, რომ 1 თვე.. სულ რაღაც 1 თვე ქმარს ცოლი საჭესთან გვერდით ვერ მიუჯდება.. მხოლოდ აქ მაგარ ბიჭობენ და კომენდანტის საათს არღვევენ და მერე წუწუნებენ, რომ დააჯარიმეს.. მხოლოდ აქ გვყავს უამრავი უმადური ადამიანი..
ადამიანებო, იცით რას ნიშნავს, რომ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინფიცირებულებიდან არცერთი დაიღუპა? ეს იმას ნიშნავს, რომ გვყავს საუკეთესო ექიმები და გაატარეს საუკეთესო რეგულაციები…პატარა ქვეყანა ვართ…. ეხლა უნდა ვედგეთ ერთმანეთს გვერდით..ხელი შევუწყოთ მთავრობას, ექიმებს, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელევა..

1 თვე დაჯექით სახლებში. სხვაგან როგორ ძლებენ? არ ყავთ შვილები თუ რა? ბევრი მეგობარი მყავს საზღვარგარეთ და იცით რა? სხედან სახლებში, ოთხშვილიანი ოჯახიც, სადაც 1 კვირა შეიძლება მხოლოდ მაკარონზე ან ფაფაზე ან ცარიელ პურს ჭამენ.. მაგრამ წესებს იცავენ. და თქვენ მოთქვამთ მძღოლის გვერდით როგორ არ უნდა დავჯდეო.
სირცხვილია
სირცხვილი.“,-წერს ჯგუფის წევრი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: