ამერიკაშიც ისეთივე გმირი ქართველი მედიკოსები გვყავს, იცნობდეთ მათ

,,ამერიკაშიც ისეთივე გმირი ქართველი მედიკოსები გვყავს. ისინი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ პაციენტების მდგომარეობას და ბინაზე მკურნალობას,-ამის შესახებ კრიზისის მართვის ერთ-ერთი ორგანიზატორი ინა ასანიძე ამბობს.

ინა ასანიძე ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის მიერ ჩამოყალიბებული კრიზის-ცენტრის მუშაობაზე და აშშ-ში დაინფიცირებული ქართველების მდგომარეობაზე მწერს.

„კრიზის-ცენტრს ამჟამად აღრიცხვაზე 80 ქართველი პაციენტი ჰყავს, აქედან 5 მძიმეა და ჰოსპიტალშია გადაყვანილი, 75 კი, საშუალო სიმძიმის. ჩვენი გუნდი, ქართველი მედიკოსები 24 საათის განმამავლობაში ისევე გმირულად იბრძვიან ამერიკაში, როგორც საქართველოში ადგილობრივი ექიმები.

ამერიკაში მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ჩვენ გვყავს 3 მობილური ჯგუფი. ცხელ ხაზზე მომუშავე პირები, მობილური ჯგუფები პირველივე დღიდან აწვდიან ინფიცირებულებს წამლებს, პროდუქტებს და სხვა საჭირო ნივთებს. ასევე, გადაჰყავთ ექიმები ოჯახებში პაციენტებთან. თითო მობილურ ჯგუფს 10 გამოძახება მაინც აქვს დღეში. ვფიქრობთ, შემდგომ დღეებში რაოდენობა გაიზრდება, რადგან მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ქართველი მედიკოსები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ პაციენტების მდგომარეობას და ბინაზე მკურნალობას. ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკული კრიზის-ცენტრის გუნდს, მედიკოსებს თავდაუზოგავი, უანგარო შრომისთვის, რომ დახმარებას უწევენ ჩვენს თანამემამულეებს ამერიკაში. მინდა ყველა იცნობდეს მათ სახელებს. ესენი არიან: მაკა შავლელიშვილი, ნინო ჩეხოშვილი, მაკა ქავთარაძე,  ნათია ფურცხვანიძე, ნინო ქავთარაძე, დავით არველაძე, ომარ ჩუბინიძე.

მადლობა ყველა იმ ქართველის სახელით, ვინც მათი წყალობით სიკვდილს გადაურჩა და ვინც ამჟამად ებრძვის ამ მძიმე სენს. მინდა ყველამ გაიგოს, რომ აქაც ისეთივე გმირი ექიმები გვყავს, როგორც საქართველოში“,-წერს ინა ასანიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: