თენგიზ ცერცვაძე: გეტყვით, რაც ნამდვილად ვიცი

“მე გეტყვით იმას, რაც ნამდვილად ვიცი, გუშინწინ 4000 სწრაფი ტესტი ქვეყანაში იყო” – ამის შესახებ ტვ პირველთან იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ სამინისტროდან აქვს ინფორმაცია, რომ თითქმის ყოველდღე თუ არა, კვირაში ორ მოწოდებას მაინც ელიან.

“4000 ტესქტი იყო და ეს პირველი ორი დღისთვის აბსოლუტურად გასაგებია” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

“ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან, საპასუხო ღინისძიებები ჰქვია, რაც ხორციელდება ეპიდემიის საწინააღმდეგოდ, ყველა საპასუხო ღონისძიება, ყველა ეტაპზე ეპიდემიის, გადადგმული იყო დროულად, ადექვატურად და ეფექტურად.

ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, თქვენ გადადგით დროზე და სხვებმა რატომ არ გადადგეს, მაგალითად იტალიამო? ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგმა საფრთხე არ შეაფასა სათანადოდ და არ ჩათვალა, რომ ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა ეს საფრთხე.

ეს მაჩვენებელი, ეპიდემიის გავრცელების იმ ფაზისთვის, რომელიც ახლა საქართველოშია, დაიწყო შიდა გავრცელება, რისი თავიდან აცილება ჩვენ შევძელით 3-4 კვირით, ვიდრე ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა. მე პირადად მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც ეს ფაზა დაიწყო და ეს ფაზა დაიწყო მარნეულის შემთხვევის შემდეგ, მდგომარეობა მატების თვალსაზრისით იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო მოსალოდნელი.როცა იწყება უკონტროლო, ანუ შიდა გავრცელების სტდაია, არის იმის რისკი, რომ მატება იყოს ასეული, ათასეული და ათეულ ათასეული.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: