თენგიზ ცერცვაძე: ექიმები მართლა 24 საათი მუშაობენ, მე პირადად 3-4 საათი მძინავს

“ექიმებიც და ეპიდემიოლოგებიც, გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ მართლა 24 საათი მუშაობენ, 18-20 საათიანი მუშაობის გრაფიკი აქვთ” – ამის შესახებ იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტვ “პირველთან” განაცხადა.

“მე პირადად, 3-4 საათი მძინავს, მეტი არა… ჩემი ასაკით და ჩემი ჯანმრთელობით როგორ ვუძლებ არ ვიცი და რამდენ ხანს გავუძლებ, არც ეგ არ ვიცი. რაღაც იმდენად მაღალია ეს მობილიზაციის ხარისხი, რომ რაღაცნაირად ვუძლებ” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმაზე უკეთ ვართ, ვიდრე ამის გათვლები არსებობდა.

“ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან, საპასუხო ღინისძიებები ჰქვია, რაც ხორციელდება ეპიდემიის საწინააღმდეგოდ, ყველა საპასუხო ღონისძიება, ყველა ეტაპზე ეპიდემიის, გადადგმული იყო დროულად, ადექვატურად და ეფექტურად.

ბევრს დაუჯერებლად მიაჩნია, თქვენ გადადგით დროზე და სხვებმა რატომ არ გადადგეს, მაგალითად იტალიამო? ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგმა საფრთხე არ შეაფასა სათანადოდ და არ ჩათვალა, რომ ასეთ მასშტაბებს მიაღწევდა ეს საფრთხე.” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: